კვლევა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის შესახებ
„ილიაუნი ბიზნეს რევიუ“: საქართველოში საუკეთესო სადაზღვევო პაკეტები ახალ კომპანიებს აქვთ
„ილიაუნი ბიზნეს რევიუმ“ მორიგი კვლევა წარმოადგინა, რომელიც საქართველოს სადაზღვევო ბაზარს ეხება.
კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა 13 სადაზღვევო კომპანია. კვლევის ავტორები სტუმრობდნენ სადაზღვევო კომპანიების ოფისებს, ახორციელებდნენ სატელეფონო ზარებს, ეცნობოდნენ სადაზღვევო კომპანიების ვებ-გვერდებს.
კვლევამ მოიცვა მხოლოდ სტანდარტული სადაზღვევო პაკეტები სტანდარტული ფასებით და არა ინდივიდუალური პაკეტები.
კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით საუკეთესო სადაზღვევო პაკეტი საუკეთესო ფასად შემოთავაზებულია სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ მიერ და მისი ღირებულება 30 ლარს შეადგენს. რაც შეეხება საუკეთესო სადაზღვევო პაკეტს, ყველაზე მაღალ ფასად შემოთავაზებულია სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ის მიერ და მისი ღირებულება 63.26 ლარს შეადგენს.

ქონების დაზღვევა
კვლევის თანახმად, ქონების დაზღვევის საუკეთესო პაკეტი საუკეთესო ფასად აქვს სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფს“ - მისმა ღირებულებამ ქონების საერთო ღირებულების 0.1 პროცენტიდან 0.4 პროცენტამდე შეადგინა. მომდევნო ადგილი დაიკავა სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-მა, რომლის სადაზღვევო პაკეტის ღირებულება ქონების საერთო ღირებულების 0.38 პროცენტს შეადგენს, მესამე ადგილი 0.5 პროცენტიანი შეთავაზებით დაიკავა სადაზღვევო კომპანია „ქართუმ“.
ქონების დაზღვევის ყველაზე ძვირადღირებული პაკეტი შემოთავაზებულია სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ მიერ და ის ქონების საერთო ღირებულების 0.95 პროცენტს შეადგენს.

ავტოდაზღვევა
კვლევის მიხედვით ავტომობილების დაზღვევის საუკეთესო სადაზღვევო პაკეტი საუკეთესო ფასად შემოთავაზებულია სადაზღვევო კომპანია „ტაო“-ს მიერ და მისი ღირებულება ავტომობილის საერთო ღირებულების 4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ სადაზღვევო პაკეტი, რომლის ღირებულებაც 4.2 პროცენტს შეადგენს, მესამე ადგილს იკავებს „ირაო“ 4.5 პროცენტიანი შეთავაზებით.
ავტომობილების დაზღვევის საუკეთესო პაკეტი ყველაზე მაღალ ფასად შემოთავაზებულია სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფის“ მიერ და მისი ღირებულება დასაზღვევი ავტომობილის საერთო ღირებულების 5 პროცენტიდან 9 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

სამოგზაურო დაზღვევა
სამოგზაურო დაზღვევის საუკეთესო სადაზღვევო პაკეტი საუკეთესო ფასად შემოთავაზებულია სადაზღვევო კომპანია „PSP დაზღვევის“ მიერ და მისი ღირებულება ერთი დღის განმავლობაში 0.75-0.85 ლარს შეადგენს. ამ მიმართულებით მეორე ადგილზე გავიდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“, რომლის სადაზღვევო პაკეტის ღირებულება ერთ დღეზე 1.10 ლარს შეადგენს. მომდევნო ადგილი დაიკავა სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-მა, რომლის შემოთავაზებამ ერთ დღეზე 1.2 ლარი შეადგინა.
სამოგზაურო დაზღვევის საუკეთესო პაკეტი ყველაზე მაღალ ფასად შემოთავაზებულია სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ მიერ და მისი ღირებულება დღეში 1.5 ლარს შეადგენს.

აგროდაზღვევა
აგროდაზღვევის საუკეთესო სადაზღვევო პაკეტი შემოთავაზებულია კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ მიერ და მისი ღირებულება დასაზღვევი ქონების ღირებულების 6 პროცენტს შეადგენს. შემდგომ ადგილზეა სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-ის შემოთავაზება 7 პროცენტად, ხოლო მესამე ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი“ 8 პროცენტიანი შემოთავაზებით.
კვლევის მიხედვით, საუკეთესო სადაზღვევო პაკეტი ყველაზე მაღალ ფასად შემოთავაზებული აქვს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ს და მისი ღირებულება დასაზღვევი ქონების საერთო ღირებულების 8 პროცენტიდან 10 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

http://commersant.ge/index.php?id=7210

მიმოხილვა
ისტორია
მისია
მენეჯმენტი
სათავო ოფისი
გადამზღვევი პარტნიორები
ადგილობრივი პარტნიორები
კორპორატიული და სოციალური კულტურა
ლექსიკონი
ფინანსური მაჩვენებლები
წლიური ანგარიში
აუდიტორული დასკვნა
კორპორატიული კლიენტებისათვის
ინდივიდუალური კლიენტებისათვის
არდი ქარდი
ავანგარდი
სიახლეები
მედია ჩვენს შესახებ
არქივი
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
რატომ არდი ჯგუფი?
მიმდინარე ვაკანსიები
თქვენი CV
კარიერული განვითარება
პარტნიორებისათვის
ფილიალები
ხშირად დასმული კითხვები
გაგვიზიარეთ თქვენი აზრი
ონლაინ დახმარება
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
24 საათიანი ქოლ-ცენტრი
ოჯახის ექიმთან ჩაწერა