დაზღვეული მშენებლობა ბაკურიანში
ბაკურიანში პირველი მთის სოფლის ამერიკული ინვესტიციით  მშენელობა იწყება, რომელიც დაზღვეული იქნება  სადაზღვევო კომპანია არდის მიერ.
პროექტს ამერიკული კომპანია Mountain Village („მაუნთინ ვილიჯი“) განახორციელებს. ეს იქნება პირველი მშენებლობა საქართველოს რეგიონებში, რომლის სამშენებლო პროცესი სრულად იქნება დაზღვეული.
კომპანია Mountain Village („მაუნთინ ვილიჯი“)  და სადაზღვევო კომპანია არდი  ოთხშაბათს, 11.00 საათზე გააფორმებენ   ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, ერთობლივ პროექტთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს, Mountain Village  ( „მაუნთინ ვილიჯის“)  მიერ  ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ბაკურიანში  როგორც მშენებლობის დროს, ასევე აშენებული კოტეჯების დაზღვევას და კლიენტის სურვილის შემთხვევაში მათ დაზღვევას გაქირავების შემთხვევაშიც.
მემორანდუმის გაფორმებას დაესწრება საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ჯაყელი.
ფინური კოტეჯი, რომლის ფართიც, მომხმარებლის სურვილის მიხედვით, 35 მ2–დან დაიწყება, სამშენებლო სექტორისთათვის, ინოვაციური, კომპლექსური მიდგომით აშენდება.
კოტეჯის ღირებულებაში შევა დაზღვევა და ტურისტული კომპანიის მომსახურება, რომელიც , კლიენტის სურვილის შემთხვევაში თავის თავზე აიღებს საცხოვრებელი კოტეჯების გაქირავებას.
დაზღვეული იქნება, როგორც ქონება, ასევე მშენებლობის რისკი, რაც გულისხმობს, იმას, რომ  მშენებლობის პროცესში დამდაგარი სადაზღვევო შემთხვევა დადგომის დროს „არდი ჯგუფი აანაზღაურების რისკებით დამდგარ ზარალს , რაც ხელს შეუწყობს სამშენებლო კომპანიას სრულყოფილად  და დროულად ჩააბაროს აშენებული კოტეჯი,  
ენერგო ეფექტური კოტეჯის მშენებლობის დასრულების ვადა 3–6 თვით განისაზღვრება,  ის მომხმარებლს სრულად,  სრული რემონტით , საკუთარი ეზოთი და პარკინგის ადგილით ჩაბარდება.   
კოტეჯები მდებარეობს, ბაკურიანში ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში - კოხტა გორის ასასვლელში.
„ ბაკურიანი, საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე მიმზიდველი საკურორტო ზონაა. მისი სეზონი თითქმის 12 თვეს აღწევს, შესაბამისად,  კომპანია   “Mountain Village” ( მაუნთინ ვილიჯმა) , ამერიკული ინვესტიციის მოზიდვის შედეგად, გადაწყვიტა აეშენებინა ეკოლოგიურად სუფთა, ენერგო ეფექტური კოტეჯები, რომელიც ვთვლით, რომ განსაკუთრებით საინტერესო შეთავაზებაა, როგორც პირადი გამოყენებისათვის, ასევე გრძელვადიანი ინვესტიციის განხორციელებისთვის. „ განაცხადა,  მაუნთინ ვილიჯის გენერალურმა დირექტორმა საქართველოში ალესია პარშინამ.
„არდი ჯგუფი, ყოველთვის საინტერესო და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს თავის მომხმარებლებს, დაზღვევის ყველა სახეობაში.  ეს შეთავაზება ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ბაკურიანი სულ უფრო და უფრო საინტერესო საკურორტო ზონა ხდება, როგორც შიდა თუ გარე ტურიზმის, ისე საინვესტიციო მიმართულებით.“ განაცხადა არდი ჯგუფის სტარეტეგიული განვითარების დირექტორმა გიორგი ლომიძემ

ინფორმაცია შპს  Mounain Villadge –ის შესახებ :
შპს. Mountain Village დაფუძნდა  ერთობლივი ქართულ –ამერიკული ინვესტიციის მოზიდვის შედეგად.  კომპანიის დამფუძნებლები და ხელმძღვანელობა წარმატებულად მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში  20 წლის განმავლობაში. ხელმძღვანელობის და მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილება უზრუნველყოფს შპს. Mountain Village-ის დინამიურ და სწრაფ ზრდას.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 14ა. ტელ.: 2 518 516
ელ.ფოსტა:  office@ardi.ge
არდი ჯგუფის ოფისი, მე–2 სართული

შპს "მაუნთინ ვილიჯი"
ქ. თბილისი, მაზნიაშვილის 4ვ, ტელ.: 595.394.801/555.623.651
ელ. ფოსტა: info@mountainvillage.ge
ვებ–გვერდსი: www.mountainvillage.ge

მიმოხილვა
ისტორია
მისია
მენეჯმენტი
სათავო ოფისი
გადამზღვევი პარტნიორები
ადგილობრივი პარტნიორები
კორპორატიული და სოციალური კულტურა
ლექსიკონი
ფინანსური მაჩვენებლები
წლიური ანგარიში
აუდიტორული დასკვნა
კორპორატიული კლიენტებისათვის
ინდივიდუალური კლიენტებისათვის
არდი ქარდი
ავანგარდი
სიახლეები
მედია ჩვენს შესახებ
არქივი
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
რატომ არდი ჯგუფი?
მიმდინარე ვაკანსიები
თქვენი CV
კარიერული განვითარება
პარტნიორებისათვის
ფილიალები
ხშირად დასმული კითხვები
გაგვიზიარეთ თქვენი აზრი
ონლაინ დახმარება
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
24 საათიანი ქოლ-ცენტრი
ოჯახის ექიმთან ჩაწერა