ხშირად დასმული კითხვები
თბილისში სად არის შესაძლებელი ოჯახის ექიმის მომსახურების მიღება?
ვაკე: ჭავჭავაძის გამზ. 33, "ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა"
საბურთალო: ბერბუკის 10 (სპორტის სასახლის გვერდით) - ქართულ-ამერიკული საოჯახო მედიცინის კლინიკა “Medical House”
დიღომი: ლიუბლიანას ქ. 18/20, “აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი”
სავალდებულოა თუ არა წინასწარ ჩაწერა ოჯახის ექიმთან?
დიახ, ვინაიდან მხოლოდ წინასწარი ჩაწერის მეშვეობით შეძლებთ დაზოგოთ დრო და დანიშნოთ ექიმთან ვიზიტი ზუსტად თქვენთვის სასურველ დროს.
მხოლოდ განსაკუთრებით მწვავე პაციენტებს აქვთ უფლება მოითხოვონ ვიზიტი ოჯახის ექიმთან ჩაწერის გარეშე.
ოჯახის ექიმთან ჩასაწერად გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს 24 საათიან ქოლ-ცენტრის სამსახურს - 2 10 10 10
სად მდებარეობს სამედიცინო ანაზღაურების ოფისი თბილისში?
ჭავჭავაძის გამზ. 62
რა საბუთებია საჭირო სამედიცინო ანაზღაურების მისაღებად?
500 ლარამდე თანხის ანაზღაურებას ვახორციელებთ ნაღდი ანგარიშსწორებით მომენტალურად. ამისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
- ფორმა # 100 ან ექიმი-სპეციალისტის კონსულტაციის ჩანაწერი ტიტულიან ფურცელზე, ექიმის ხელმოწერით და შტამპით. დოკუმენტში უნდა ფიქსირდებოდეს პაციენტის ჩივილები და სავარაუდო დიაგნოზი;
- თანხის გადახდის დამადასტურებელი ჩეკი და სალაროს შემოსავლის ორდერი;
- პირადობის მოწმობა ან პასპორტი
- “არდი ჯგუფის” ბარათი

500 ლარის ზევით ანაზღაურების მისაღებად კი დამატებით საჭიროა:
- საბანკო რეკვიზიტები
რა საბუთებია საჭირო საგარანტიო მიმართვის ასაღებად ჰოსპიტალური მომსახურებისათვის?
- ფორმა # 100
- კალკულაცია
- ანგარიშ-ფაქტურა
- პირადობის მოწმობა ან პასპორტი
- “არდი ჯგუფის” ბარათი
რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ ანაზღაურება გაიცეს არა დაზღვეულ პირზე უშუალოდ, არამედ მის ოჯახის წევრზე, ახლობელზე?
მხოლოდ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის არსებობის შემთხვევაში.
დავკარგე სადაზღვევო ბარათი, როგორ ხდება მისი აღდგენა და რა ღირს?
ბარათის აღსადგენად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 2101010 ან მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე. აღდგენა ხდება 5 სამუშაო დღის ვადაში. მომსახურება უფასოა.
რომელ სტომატოლოგიურ კლინიკებშია შესაძლებელი გეგმიური სტომატოლოგიური მომსაურების მიღება?
ამ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ კორპორატიული სქემით დაზღვეულებმა დაუკავშირდეთ თქვენს პირად კორპორატიულ მენეჯერს. ინდივიდუალური სქემით დაზღვეულებს კი გთხოვთ დაუკავშირდეთ 24 საათიან სატელეფონო სამსახურს 2101010
როგორ ვიქცევი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, თუ დაზღვეული მყავს ავტომობილი “არდი ჯგუფში”?
პირველ რიგში იძახებთ პატრულს. მხოლოდ ამის შემდეგ აფიქსირებთ შემთხვევას ჩვენს 24 საათიან ქოლ-ცენტრში - 2101010.
როგორ ვიქცევი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, თუ დაზღვეული მაქვს ქონება ან ტვირთი “არდი ჯგუფში”?
პირველ რიგშიაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე იძახებთ შესაბამის სამსახურებს, რათა თავიდან აიცილოთ ზარალის მოსალოდნელი ზრდა. მაგალითად: ხანძრის შემთვევაში - სახანძრო სამსახურს, წყლით დაზიანების შემთხვევაში - საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურს, ქურდობა,ძარცვა, ყაჩაღობის შემთხვევაში - პატრულს და ა.შ
მხოლოდ ამის შემდეგ აფიქსირებთ შემთხვევას ჩვენს 24 საათიან ქოლ-ცენტრში - 2101010.
ჩვენი ექსპერტები ადგილზე შეაფასებენ თქვენთან ერთად მიყენებულ ზარალს და დაგეხმარებიან ყველა საჭირო დოკუმენტის მოპოვებაში.
რამდენად ოპერატიულად ხდება ზარალის ანაზღაურება “არდი ჯგუფში”?
“არდი ჯგუფში” შემუშავებულია ზარალების მართვის ყველაზე მოქნილი სისტემა, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დაზღვეულს ფინანსური დანაკარგი აუნაზღაურდეს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში - 1 კვირა, ყველა საჭირო დოკუმენტის სრულად წარმოდგენიდან.
მიმოხილვა
ისტორია
მისია
მენეჯმენტი
სათავო ოფისი
გადამზღვევი პარტნიორები
ადგილობრივი პარტნიორები
კორპორატიული და სოციალური კულტურა
ლექსიკონი
ფინანსური მაჩვენებლები
წლიური ანგარიში
აუდიტორული დასკვნა
კორპორატიული კლიენტებისათვის
ინდივიდუალური კლიენტებისათვის
არდი ქარდი
ავანგარდი
სიახლეები
მედია ჩვენს შესახებ
არქივი
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
რატომ არდი ჯგუფი?
მიმდინარე ვაკანსიები
თქვენი CV
კარიერული განვითარება
პარტნიორებისათვის
ფილიალები
ხშირად დასმული კითხვები
გაგვიზიარეთ თქვენი აზრი
ონლაინ დახმარება
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
24 საათიანი ქოლ-ცენტრი
ოჯახის ექიმთან ჩაწერა