ავტომობილის დაზღვევა

არდი ჯგუფი გთავაზობთ თქვენი საყვარელი ავტომობილის დაზღვევის რამდენიმე პაკეტს, რომლებიც ინდივიდუალურად ერგებიან თქვენს მოთხოვნებს.
ავტომობილის დაზიანების პოლისთან ერთად თქვენ ასევე შეგიძლიათ განახორციელოთყველა რისკის დაზღვევა” - ერთი პოლისით. კერძოდ:

ავტომობილის დაზღვევა ფიზიკური დაზიანებისაგან
პოლისის ეს ნაწილი მოიცავს ავტომობილის დაზიანებას შემდეგი რისკებისგან:
 ავტომობილის დაზიანება /მძღოლის ბრალის გარეშე ავარიის შედეგად
 ავტომობილის დაზიანება ხანძრის/აფეთქების, საგნის დაცემის შედეგად
 მესამე პირების მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვანდალიზმი
 ავტომობილის ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა
 ავტომობილის დაზიანება სტიქიის შედეგად (სეტყვის ჩათვლით)
 ავტომობილის დაზიანება /მძღოლის ბრალით ავარიის შედეგად
 ავტომობილის დაზიანება ფორს-მაჟორის შედეგად (საომარი მოქმედებები, გაფიცვა, მანიფესტაცია, საბოტაჟი, რევოლუცია და .)

ავტოტრანსპორტის
მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა
ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ფარავს იმ ხარჯებს, რაც უკავშირდება დაზღვეული ავტომანქანის მიერ მესამე პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. პასუხისმგებლობის საერთო ლიმიტს ირჩევთ თავად თქვენ 5,000 აშშ დოლარიდან 1 მილიონ აშშ დოლარამდე.

მძღოლისა
და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა
მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა გულისხმობს კომპენსაციას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზღვეულ ავტომაქანაში მყოფი მძღოლისა და მგზავრების სხეულის დაზიანების ან გარდაცვალებისას. პასუხისმგებლობის საერთო ლიმიტს ირჩევთ თავად თქვენ 5,000 აშშ დოლარიდან 1 მილიონ აშშ დოლარამდე.

რა
უპირატესობები გააჩნია არდი ჯგუფის დაზღვევას?
 უფლებამოსილი მძღოლების შეუზღუდავი რაოდენობა
 5 წლამდე ავტომობილების მომსახურება ხორციელდება მარკა/მოდელის შესაბამის სპეციალიზებულ ავტოცენტრებში;
 ევაკუატორის უფასო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით სადაზღვევო შემთხვევისას;
 გარე აქსესუარების დაზღვევა;
 როგორც ფრანშიზიანი, ასევე უფრანშიზო პირობით დაზღვევა;
 ფორს-მაჟორული რისკების დაზღვევა ;
 SOS ASSISTANCE გზებზე - საწვავის მიწოდების, საბურავის შეკეთების/გამოცვლის, ავტომობილის დაქოქვის და . მომსახურება თბილისის მასშტაბით და თბილისიდან 25 კმ-ის
     რადიუსში;
 ავტომობილის საბაზრო ფასით დაზღვევის შემთხვევაში ზარალის კალკულაციისას არ გამოიყენება ცვეთის ნორმა;
 ბონუსი უზარალო წელიწადზე;
 ზარალის ანაზღაურების ყველაზე მოქნილი და ოპერატიული პროცედურა - 1 კვირა სრული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან.


თქვენ თავად ირჩევთ თქვენთვის სასურველ სადაზღვევო პაკეტს - “ეკონომი”, “სტანდარტი”, “ექსტრა” ან “აბსოლუტი”. თუ გსურთ განსხვავებული პროდუქტი, მაგალითად იმოგზაუროთ საზღვარგარეთ თქვენს “მეგობართან ერთად და სხვა, ჩვენ დაგეხმარებით სურვილების ახდენაში და შევქმნით ახალ პროდუქტს თქვენი ინტერესების მიხედვით.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 2 10 10 10

მიმოხილვა
ისტორია
მისია
მენეჯმენტი
სათავო ოფისი
გადამზღვევი პარტნიორები
ადგილობრივი პარტნიორები
კორპორატიული და სოციალური კულტურა
ლექსიკონი
ფინანსური მაჩვენებლები
წლიური ანგარიში
აუდიტორული დასკვნა
კორპორატიული კლიენტებისათვის
ინდივიდუალური კლიენტებისათვის
არდი ქარდი
ავანგარდი
სიახლეები
მედია ჩვენს შესახებ
არქივი
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
რატომ არდი ჯგუფი?
მიმდინარე ვაკანსიები
თქვენი CV
კარიერული განვითარება
პარტნიორებისათვის
ფილიალები
ხშირად დასმული კითხვები
გაგვიზიარეთ თქვენი აზრი
ონლაინ დახმარება
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
24 საათიანი ქოლ-ცენტრი
ოჯახის ექიმთან ჩაწერა