საზღვაო და ნავსადგურის რისკების დაზღვევა

საზღვაო რისკების დაზღვევა ითვალისწინებს ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას და აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს:

საზღვაო ხომალდის (გემის) ძარის დაზღვევა

საზღვაო ხომალდის (გემის) კორპუსის შესაძლო დაზიანება ან განადგურება თავისი მასშტაბით მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს უკავშირდება გემთმფლობელებისათვის. დაზღვევა წარმოადგენს ერთადერთ ყველაზე პრაქტიკულ და მარტივ გამოსავალს მსგავსი ფინასნური დანაკარგის მინიმუმამდე დასაყვანად.

დაზღვევის ობიექტია ქონებრივი ინტერესები, დაკავშირებული საზღვაო ხომალდის (გემის) კორპუსის, მისი კონსტრუქციული ელემენტების (განუყოფელი მოწყობილობებისა და მექანიზმების) დაზიანებასთან ან განადგურებასთან.

დაზღვევა ფარავს:
 ზარალს, დაკავშირებულს გემის სრულ დაღუპვასთან (როგორც ფაქტიურ, ისე კონსტრუქციულ განადგურებასთან), რაც გამოწვეულია გადაულახავი ძალის - სტიქიური
     უბედურებების ზემოქმედებით ან სხვაგვარი შემთხვევითი და წინასწარგაუთვალისწინებელი გარემოებებით;
 ზარალს, დაკავშირებულს გემის კორპუსის, კონსტრუქციული ელემენტების, მოწყობილობებისა და მექანიზმების დაზიანების აღმოფხვრასთან;
 ზარალს, გამოწვეულს გემის უგზოუკვლოდ დაკარგვით;
 ზარალს, გამოწვეულს მესამე პირების მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად გემის დაზიანებით ან სრული განადგურებით;
 ზარალის შესამცირებლად ან შემდგომი ზარალის თავიდან ასაცილებლად გაწეულ აუცილებელ ხარჯებს.

საზღვაო ხომალდის (გემის) მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა

სადაზღვევო დაფარვა ვრცელდება მესამე პირებისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაზე, რაც შეიძლება დაეკისროს დამზღვევს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სადაზღვევო დაფარვა ვრცელდება პასუხისმგებელობაზე, რომელიც გამომდინარეობს შემდეგი გარემოებებიდან:
 მესამე პირების (მათ შორის მგზავრების, ეკიპაჟის წევრების) სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისათვის ზიანის მიყენება.
 მესამე პირების კუთვნილი ხომალდების (გემების) დაზიანება დაზღვეული გემის მათთან შეჯახების შედეგად;
 მესამე პირების უძრავი ან მოძრავი, მცურავი ან სხვა საკუთრების დაზიანება დაზღვეული გემის შეჯახების შედეგად, ნარჩენების ამოღება;
 დაზღვეული ხომალდიდან დაღვრილი საწვავის ან სხვა ტექნიკური ნივთიერებების მიერ გარემოს დაბინძურება;



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 2 10 10 10

მიმოხილვა
ისტორია
მისია
მენეჯმენტი
სათავო ოფისი
გადამზღვევი პარტნიორები
ადგილობრივი პარტნიორები
კორპორატიული და სოციალური კულტურა
ლექსიკონი
ფინანსური მაჩვენებლები
წლიური ანგარიში
აუდიტორული დასკვნა
კორპორატიული კლიენტებისათვის
ინდივიდუალური კლიენტებისათვის
არდი ქარდი
ავანგარდი
სიახლეები
მედია ჩვენს შესახებ
არქივი
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
რატომ არდი ჯგუფი?
მიმდინარე ვაკანსიები
თქვენი CV
კარიერული განვითარება
პარტნიორებისათვის
ფილიალები
ხშირად დასმული კითხვები
გაგვიზიარეთ თქვენი აზრი
ონლაინ დახმარება
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
24 საათიანი ქოლ-ცენტრი
ოჯახის ექიმთან ჩაწერა