საავიაციო რისკების დაზღვევა

დაზღვევის ობიექტია საჰაერო ხომალდის კორპუსი და მისი კონსტრუქციული ელემენტები (კორპუსის განუყოფელი მოწყობილობები და მექანიზმები), დამატებით დამონტაჟებული სპეციალური აღჭურვილობები; დაზღვევა ვრცელდება ისეთ სადაზღვევო რისკებზე, როგორიცაა საჰაერო ხომალდის ძარის, კონსტრუქციული ელემენტების დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება, რაც გამოწვეულია შემდეგი მოვლენებით:
 უბედური შემთხვევა;
 სტიქიური უბედურებები;
 გატაცება;
 მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;

საჰაერო გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა მესამე პირების წინაშე;
სადაზღვევო დაფარვა ვრცელდება საჰაერო ხომალდის ფრენის, მართვის ან დგომის დროს მისი ფლობის ან ექსპულატაციისას მესამე პირებისათვის შესაძლო ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაზე, რაც შეიძლება დაეკისროს დამზღვევს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სადაზღვევო დაფარვა ვრცელდება პასუხისმგებელობაზე, რომელიც გამომდინარეობს შემდეგი გარემოებებიდან:
 მესამე პირების (მათ შორის მგზავრების) სიცოცხლის, ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება დაზღვეული ობიექტის ექსპლუატაციის შედეგად;
 მესამე პირების მოძრავი და უძრავი ქონებისათვის (მათ შორის ბარგისა და ტვირთისათვის) ზიანის მიყენება
 დაზღვეული ობიექტის ექსპლუატაციის შედეგად;
 დაზღვეული საჰაერო ხომალდის მიერ გარემოსადმი მიყენებული ზიანი და ნარჩენების მოღება.

ანაზღაურებას ექვემდებარება ისმატერიალური ზიანი (კომპენსაციის), რაც უკავშირდება მგზავრების გარდაცვალებას ან სხეულის დაზიანებას, ასევე ტვირთის ან ბარგის დაზიანება-განადგურებას.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 2 10 10 10

მიმოხილვა
ისტორია
მისია
მენეჯმენტი
სათავო ოფისი
გადამზღვევი პარტნიორები
ადგილობრივი პარტნიორები
კორპორატიული და სოციალური კულტურა
ლექსიკონი
ფინანსური მაჩვენებლები
წლიური ანგარიში
აუდიტორული დასკვნა
კორპორატიული კლიენტებისათვის
ინდივიდუალური კლიენტებისათვის
არდი ქარდი
ავანგარდი
სიახლეები
მედია ჩვენს შესახებ
არქივი
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
რატომ არდი ჯგუფი?
მიმდინარე ვაკანსიები
თქვენი CV
კარიერული განვითარება
პარტნიორებისათვის
ფილიალები
ხშირად დასმული კითხვები
გაგვიზიარეთ თქვენი აზრი
ონლაინ დახმარება
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
24 საათიანი ქოლ-ცენტრი
ოჯახის ექიმთან ჩაწერა