სასოფლო-სამეურნეო რისკების დაზღვევა

საქართველო ისტორიულად მიწათმოქმედი ქვეყანაა მისი ზომიერი კლიმატური ზონის უნიკალურობიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნის უმრავლეს რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ყოველწლიურად ებრძვიან სხვადასხვა სტიქიურ უბედურებებს თუ იმ ფაქტორებს, რომლებსაც როგორც მოსავლის, ასევე შინაური ცხოველის განადგურება შეუძლია.

არდი ჯგუფის აგროდაზღვევა გათვლილია როგორც მსხვილ აგრო-მწარმოებელ კომპანიებზე, სასოფლო-სამეურნეო კრედიტის მქონე მსხვილ ფინანსურ ინსიტუტებზე და მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებზე, ასევე ინდივიდუალურ საშუალო და წვრილ მეწარმეებზე და უბრალოდ იმ ფერმერებზე, რომელთაც ჭირდებათ მარტივი და გასაგები პროდუქტი, დროულად და მიზნობრივად, ამასთან უმთავრესი პარამეტრით - ხელმისაწვდომობის დაცვით.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ აგროდაზღვევის განვითარებით უდიდესი შესაძლებლობები იშლება ჩვენს ქვეყანაში “ახალი მიწების” ასათვისებლად.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგი კულტურების დაზღვევას:
 მარცვლოვნები
 ვენახი, ვაზი
 ბოსტნეული
 ბაღჩეული კულტურა
 ნაჭუჭოვანი კულტურები
 ციტრუსები
 ხილი
 სასათბურე მეურნეობები
 მრავალწლიანი ნარგავები
 მსხვილი და წვრილფეხა ცხოველები
 აკვაკულუტრები
 ძვირადღირებული ცხენები
 ფრინველთა ფერმა

ზემოთჩამოთვლილი კულტურები წელიწადის სხვადასხვა დროს, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად შესაძლოა დაექვემდებაროს შემდეგი რისკების ზემოქმედებას, რომლებიც ექვემდებარებიან დაზღვევას:
 მეტეოროლოგიური რისკები: გვალვა, სეტყვა, ხანძარი, ქარიშხალი, ყინვა, წყალდიდობა, ჭარბნალექიანობა, მეწყერი, მიწის ჩავარდნა, ზვავი და სხვა.
 ცხოველების ან ფრინველების სხვადასხვა დაავადებით, საკვებით მოწამვლით, ეპიდემიით ან უბედური შემთვევებით, წყლის ფიზიკური ან ქიმიური შემადგენლობის შეცვლისაგან (თევზების შემთხვევაში);
 სხვადასხვა მავნებლებით: მწერებით, მღრღნელებით, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების გავრცელებით;
 მესამე პირის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით, ვანდალიზმით;



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 2 10 10 10

მიმოხილვა
ისტორია
მისია
მენეჯმენტი
სათავო ოფისი
გადამზღვევი პარტნიორები
ადგილობრივი პარტნიორები
კორპორატიული და სოციალური კულტურა
ლექსიკონი
ფინანსური მაჩვენებლები
წლიური ანგარიში
აუდიტორული დასკვნა
კორპორატიული კლიენტებისათვის
ინდივიდუალური კლიენტებისათვის
არდი ქარდი
ავანგარდი
სიახლეები
მედია ჩვენს შესახებ
არქივი
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
რატომ არდი ჯგუფი?
მიმდინარე ვაკანსიები
თქვენი CV
კარიერული განვითარება
პარტნიორებისათვის
ფილიალები
ხშირად დასმული კითხვები
გაგვიზიარეთ თქვენი აზრი
ონლაინ დახმარება
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
24 საათიანი ქოლ-ცენტრი
ოჯახის ექიმთან ჩაწერა