ტვირთის დაზღვევა

მას შემდეგ რაც თქვენი ტვირთი მომზადდა ტრანსპორტირებისთვის, თქვენი კომპანიის კარამდე მოსვლამდე, იგი შესაძლოა დადგეს მრავალი რისკის ქვეშ. არ აქვს მნიშვნელობა ეს ერთჯერადი გადაზიდვაა თუ წლიური ტვირთბრუნვა, საერთაშორისო თუ საქართველოს ტერიტორიის შიგნით, თქვენ გესაჭიროებათ ტვირთის დაზღვევა მისი დაზიანების, განადგურების ან ძარცვა/ყაჩაღობის რისკისაგან.

გადაზიდვა შესაძლებელია იყოს საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო ან შერეული ხასიათის.

არდი ჯგუფი ახორციელებს ტვირთის ტრანსპორტირების დაზღვევას საერთაშორისო სტანდარტებით, კერძოდ ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის დაზღვევის პირობებით (Institute Cargo Clauses – A, B ან C). რაც ძირითადად მოიცავს:
 ხანძარს, აფეთქებას, მეხის დაცემას;
 სტიქიურ უბედურებებს;
 წყალდიდობას (ცუნამი, შტორმი);
 წყლით დაზიანებას (სატრანსპორტო საშუალებაში წყლის შეჭრა, დატბორვა)
 სატრანსპორტო საშუალებების შეჯახებას სხვა მოძრავ და უძრავ საგნებთან;
 სატრანსპორტო საშუალების (გემის, ბორანის) თავთხელზე დარჩენა;
 ხიდის ჩანგრევას, აფეთქებას;
 საზღვაო ხომალდის ყინულით დაზიანებას;
 ბორტიდან წყლით (ტალღით) გადარეცხვას, გადაგდება, საზღვაო ხომალდის დატბორვას;
 გემის ან თვითმფრინავის გაუჩინარებას;
 ჩატვირთვის, გადატვირთვის, გადმოტვირთვისას ან გემის საწვავით მომარაგებისას მომხდარ უბედური შემთხვევებს;
 საერთო ავარიას;
 ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის შედეგად შეფუთვის სრულ განადგურებას;
 ქურდობა,ძარცვა, ყაჩაღობებს;
 მესამე პირების მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, ვანდალიზმი;
 ტვირთის გადასარჩენად მიღებული ზომებისთვის გაწეული ხარჯები;

სადაზღვევო თანხის ოდენობა განისაზღვრება ტვირთის საინვოისე ღირებულებით. დამზღვევის სურვილით, სადაზღვევო თანხად შეიძლება განისაზღვროს ტვირთის ღირებულებას დამატებული ტრანსპორტირების ხარჯებიც.

ჩვენ გთავაზობთ დაზღვევას “კარიდან-კარამდე” პრინციპით, ტვირთის ტრანსპორტირების დაწყებიდან მის დასაწყობებამდე. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური ონლაინ მომსახურებით და მიიღოთ გამზადებული პოლისი თქვენს კომპიუტერში.

ზარალის დროს ჩვენ გთავაზობთ სარჩელის განხილვის და ანაზღაურების მოქნილ სისტემას, რაც გულისხმობს სადაზღვევო კომპანიის მაქსიმალურ ჩართულობას ზიანის დადგენის პროცესში რაც დაგიზოგავთ დროს, ფინანსებს და საშუალებას მოგცემთ მიიღოთ თქვენი ბიზნეს დანაკარგი უმოკლეს დროში.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 2 10 10 10

მიმოხილვა
ისტორია
მისია
მენეჯმენტი
სათავო ოფისი
გადამზღვევი პარტნიორები
ადგილობრივი პარტნიორები
კორპორატიული და სოციალური კულტურა
ლექსიკონი
ფინანსური მაჩვენებლები
წლიური ანგარიში
აუდიტორული დასკვნა
კორპორატიული კლიენტებისათვის
ინდივიდუალური კლიენტებისათვის
არდი ქარდი
ავანგარდი
სიახლეები
მედია ჩვენს შესახებ
არქივი
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
რატომ არდი ჯგუფი?
მიმდინარე ვაკანსიები
თქვენი CV
კარიერული განვითარება
პარტნიორებისათვის
ფილიალები
ხშირად დასმული კითხვები
გაგვიზიარეთ თქვენი აზრი
ონლაინ დახმარება
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
24 საათიანი ქოლ-ცენტრი
ოჯახის ექიმთან ჩაწერა