სამშენებლო-სამონტაჟო რისკების დაზღვევა

სამშენებლო, რეკონსტრუქციული და აღდგენითი სამუშაოების რთული სპეციფიკიდან გამომდინარე ამ სფეროში მოღვაწე ნებისმიერი კომპანიისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია რისკის სწორი მენეჯმენტი. გაუთვალისწინებელი ფინანსური დანაკარგის თავიდან აცილების ერთერთი საუკეთესო საშუალებაა მშენებლობასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა.

სამშენებლო-სამონტაჟო რისკების დაზღვევის “ყველა რისკის პოლისი” აერთიანებს შემდეგ სახეობებს:
I ჯგუფი - სამშენებლო სამუშაოების დაზღვევა
II ჯგუფი - დანადგარებისა და მოწყობილობების დაზღვევა
III ჯგუფი - მესამე პირების წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა
IV ჯგუფი - დაქირავებული პერსონალის დაზღვევა უბედური შემთხვევისაგან

დაზღვევას ექვემდებარება:
 ასაშენებელი ობიექტი
 სამშენებლო მოედანზე განლაგებული მასალა
 არსებული დამხმარე ნაგებობები, კონსტრუქციები
 საწყობები
 საინჟინრო სისტემები
 სამშენებლო მოედანზე არსებული მშენებლობისთვის აუცილებელი ნებისმიერი ქონება და მანქანა-დანადგარები;

I ჯგუფი- სამშენებლო სამუშაოების დაზღვევა ფარავს ფინანსურ ზარალს, რომელიც გამოწვეულია:
 მშენებარე ობიექტის, შენობების ნგრევით, განადგურებით ან ნაწილობრივი დაზიანებით;
 სამშენებლო მასალებისა და სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის აუცილებელი ქონების დაზიანებით და/ან განადგურებით;
 სამშენებლო ნაგვის გატანის ხარჯით

რისკები რომლებიც ექვემდებარება დაზღვევას:
 ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა
 თვითმფრინავის (ან სხვა საჰაერო ტრანსპორტის) ჩამოვარდნა
 მიწისძვრა
 წყალდიდობა, შტორმი, ქარიშხალი, სეტყვა, მეწყერი, ქვების ვარდნა, ზვავი, თოვლი, წვიმა
 წლისგან დაზიანება (მათ შორის წყალგაყვანილობის სისტემების მწყობრიდან გამოსვლა)
 მესამე პირთა ქმედებით გამოწვეული ზარალი, მათ შორის ძარცვა, ყაჩაღობა

სადაზღვევო თანხა სამშენებლო სამუშაოების დაზღვევისას შეესაბამება სრულ საკონტრაქტო ღირებულებას სამშენებლო მასალების ღირებულების ჩათვლით.

II ჯგუფი- მანქანა-დანადგარების დაზღვევა
დაზღვევა ფარავს ფინანსურ ზარალს, რომელიც გამოწვეულია მანქანა-დანადგარების განადგურებით ან ნაწილობრივი დაზიანებით როგორც სამშენებლო მოედანზე განთავსების, ისე მონტაჟის და საცდელი გაშვების დროს;
სადაზღვევო თანხა განისაზღვრება დაზღვეული მანქანა-დანადგარების შენაცვლებითი ღირებულებით, ტრანსპორტირების ხარჯის, საბაჟო გადასახადებისა და მონტაჟის ღირებულების ჩათვლით.

III ჯგუფი- მესამე პირების წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა
მშენებლობის პროცესში არსებობს რისკი, რომ სამუშაოების მსვლელობისას სამშენებლო მოედანზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე უნებლიეთ ზიანი მიადგეს სხვა პირთა ქონებას ან ჯანმრთელობას, რაც არც თუ მცირე ფინანსურ ხარჯებთან იქნება დაკავშრებული.

დაზღვევა ფარავს კომპენსაციის ხარჯებს შემდეგ შემთხვევებში:
 სამშენებლო სამუშაოების მსვლელობისას და ამ სამუშაოების გამო მესამე პირების სხეულის დაზიანება და/ან გარდაცვალება;
 სამშენებლო სამუშაოების მსვლელობისას და ამ სამუშაოების გამო მესამე პირების ქონების განადგურება ან დაზიანება;
დამზღვევი (სამშენებლო კომპანია) თავისი შეხედულებით განსაზღვრავს როგორც სრულ სადაზღვევო ლიმიტს, ისე ქველიმიტს თითოეული შემთხვევისათვის.

IV ჯგუფი- დაქირავებული პერსონალის უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა
სამშენებლო მოედანი მაღალი რისკის ტერიტორიაა არა მხოლოდ სამშენებლო ობიექტისთვის და მანქანა-დანადგარებისთვის, არამედ უშუალოდ იმ დაქირავებული პირებისთვის რომლებიც სამშენებლო პროცესის უშუალო მონაწილეები არიან. ხშირია საწარმოო ტრამვები და უბედური შემთვევები როგორიცაა:
 გარდაცვალება;
 შრომისუნარიანობის შეზღუდვა ან დაკარგვა;
 სხეულის დაზიანებები.

სამშენებლო რისკების “ყველა რისკის დაზღვევის” პოლისი ითვალისწინებს ასეთ შემთვევებში სოლიდური კომპენსაციების გაცემას დასაქმებულ პირზე ან მის სამართალმემკვიდრეზე. კომპენსაციის მოცულობას განსაზღვრავს დამზღვევი ხელშეკრულების გაფორმებამდე.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 2 10 10 10

მიმოხილვა
ისტორია
მისია
მენეჯმენტი
სათავო ოფისი
გადამზღვევი პარტნიორები
ადგილობრივი პარტნიორები
კორპორატიული და სოციალური კულტურა
ლექსიკონი
ფინანსური მაჩვენებლები
წლიური ანგარიში
აუდიტორული დასკვნა
კორპორატიული კლიენტებისათვის
ინდივიდუალური კლიენტებისათვის
არდი ქარდი
ავანგარდი
სიახლეები
მედია ჩვენს შესახებ
არქივი
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
რატომ არდი ჯგუფი?
მიმდინარე ვაკანსიები
თქვენი CV
კარიერული განვითარება
პარტნიორებისათვის
ფილიალები
ხშირად დასმული კითხვები
გაგვიზიარეთ თქვენი აზრი
ონლაინ დახმარება
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
24 საათიანი ქოლ-ცენტრი
ოჯახის ექიმთან ჩაწერა