ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა

არდი ჯგუფი უპირობო ლიდერია ექიმთა პასუხისმგებლობის დაზღვევის მიმართულებით საქართველოში და დღეისათვის სრული ბაზრის 80%-ს ფლობს. ჩვენი პოლისით სარგებლობენ მრავალი სახელგანთქმული და წამყვანი ექიმი, როგორც თერაპიულ, ისე ქირურგიულ და სტომატოლოგიურ დარგში.

ჯანდაცვა მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად იმყოფება იმ გზაჯვარედინზე, რომელიც გულისხმობს ახალი სტანდარტების შემუშავებას მკურნალობის ძველ პრაქტიკაში. შესაბამისად ხშირია პროფესიული შეცდომები, რომლებსაც მივყავართ პაციენტის მდგომარეობის გაუარესებასთან ან ცალკეულ შემთხვევებში ფატალურ შედეგებამდეც კი.

არდი ჯგუფის პოლისით დაზღვევა შესაძლოა განხორციელდეს როგორც ცალკეული ექიმის ან ექიმთა ჯგუფის, ასევე შესაძლოა გაფართოვდეს ჰოსპიტალის, კლინიკის ან ლაბორატორიის გენერალურ პასუხისმგებლობაზეც.

სადაზღვევო პოლისის ამოქმედების აუცილებელი პირობაა:
სამედიცინო პერსონალის ბრალეულობა (მაგრამ არა განზრახი);
მოქმედება სერტიფიკატით ნებადართულ ფარგლებში;
პაციენტის მიმართვის ოფიციალური აღრიცხვა სამედიცინო დაწესებულების დოკუმენტაციაში;
სამედიცინო მოქმედება განხორციელდა სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე ან ოფიციალურად სხვა ადგილზე გამოძახებით;
პასუხისმგებლობა დადგენილია სასამართლოს მიერ ან აღიარებულია მზღვეველთან შეთანხმებით

სადაზღვევო ტარიფიკაცია დამოკიდებული ექიმის ვიწრო სპეციალობაზე (მაგ: მეან-გინეკოლოგი, პედიატრი, კარდიოლოგი, რეანიმატოლოგი, ნევროლოგი, სტომატოლოგი და ა.შ) , მის პროფესიულ გამოცდილებაზე და კოლექტივის მოცულობაზე.

სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფის ექიმთა პასუხისმგებლობის დაზღვევა ხორციელდება მისი პარტნიორი ორგანიზაციის “საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტო - GIMA”-ს მეშვეობით, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებით და დაინტერესების შემთხვევაში გაგიწევენ თქვენს ინტერესებზე მორგებულ ყველაზე მაღალ ხარისხიან რეკომენდაციას.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 2 10 10 10
ან საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტო "GIMA" - 2 18 00 19 (www.gima.ge)

მიმოხილვა
ისტორია
მისია
მენეჯმენტი
სათავო ოფისი
გადამზღვევი პარტნიორები
ადგილობრივი პარტნიორები
კორპორატიული და სოციალური კულტურა
ლექსიკონი
ფინანსური მაჩვენებლები
წლიური ანგარიში
აუდიტორული დასკვნა
კორპორატიული კლიენტებისათვის
ინდივიდუალური კლიენტებისათვის
არდი ქარდი
ავანგარდი
სიახლეები
მედია ჩვენს შესახებ
არქივი
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
რატომ არდი ჯგუფი?
მიმდინარე ვაკანსიები
თქვენი CV
კარიერული განვითარება
პარტნიორებისათვის
ფილიალები
ხშირად დასმული კითხვები
გაგვიზიარეთ თქვენი აზრი
ონლაინ დახმარება
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
24 საათიანი ქოლ-ცენტრი
ოჯახის ექიმთან ჩაწერა