ქონების დაზღვევა

მსოფლიო და მისი რისკები შეიცვალა. შესაბამისად იცვლება რისკები თქვენი კომპანიისთვისაც ცვალებად სამყაროში. არდი ჯგუფს გააჩნია საკონსულტაციო მიდგომა ქონებრივი რისკების მართვასთან დაკავშირებით და გთავაზობთ გამოიყენოთ ჩვენი ტექნიკური ექსპერტიზის შესაძლებლობები, რაც მოგცემთ საშუალებას შეიმუშავოთ თქვენზე მორგებული რისკების მართვის პროგრამა.

დაზღვევას ექვემდებარება კომპანიის კუთვნილი ან კანონიერ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობა ან მისი ნაწილი, შიგთავსით ან მის გარეშე. კერძოდ:
 შენობა-ნაგებობები
 ცალკეული ფართი შენობაში
 საამქრო, ლაბორატორია
 საწყობი, საცავი
 მოწყობილობები, კომუნიკაციები, სისტემები
 მანქანა-დანადგარები
 ტექნიკა, აპარატები, ელექტრომოწყობილობები
 ჩარხები
 ავეჯი/ინვენტარი
 მინა, სარკე, ვიტრინა და ა.შ

დაზღვევით იფარება ქონების დაზიანება ან განადგურება შემდეგი რისკების შედეგად:
 ხანძარი: ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა;
 წყალგაყვანილობის სისტემათა დაზიანება: წყალგაყვანილობის, წყლის გათბობისა ან საკანალიზაციო სისტემის დაზიანება;
 სტიქიური უბედურება: ქარიშხალი, სეტყვა, წყალდიდობა, მეწყერი და სხვა.
 მიწისძვრა;
 სატრანსპორტო საშუალების დაჯახება და საგნის დაცემა: ქონებაზე სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების დაჯახება, პილოტირებადი საფრენი აპარატის ან მისი ნაწილის
     დაცემა;
 ქონების მართლსაწინააღდეგო მისაკუთრება: ქურდობა გატეხვით, ძარცვა, ყაჩაღობა.

სადაზღვევო ტარიფი დამოკიდებულია დასაზღვევი ქონების პარამეტრებზე - მის ღირებულებაზე, ლოკაციაზე, მოსალოდნელი რისკების ალბათობაზე და ა.შ

არდი ჯგუფის პოლისით თქვენი ქონება ორმაგად იქნება დაზღვეული არა მხოლოდ საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, არამედ ჩვენი სრულყოფილი გადაზღვევის სტრატეგიით, ევროპის და ამერიკის წამყვან სადაზღვევო კომპანიებში.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 2 10 10 10

მიმოხილვა
ისტორია
მისია
მენეჯმენტი
სათავო ოფისი
გადამზღვევი პარტნიორები
ადგილობრივი პარტნიორები
კორპორატიული და სოციალური კულტურა
ლექსიკონი
ფინანსური მაჩვენებლები
წლიური ანგარიში
აუდიტორული დასკვნა
კორპორატიული კლიენტებისათვის
ინდივიდუალური კლიენტებისათვის
არდი ქარდი
ავანგარდი
სიახლეები
მედია ჩვენს შესახებ
არქივი
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
რატომ არდი ჯგუფი?
მიმდინარე ვაკანსიები
თქვენი CV
კარიერული განვითარება
პარტნიორებისათვის
ფილიალები
ხშირად დასმული კითხვები
გაგვიზიარეთ თქვენი აზრი
ონლაინ დახმარება
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
24 საათიანი ქოლ-ცენტრი
ოჯახის ექიმთან ჩაწერა