ვიტამინები არდისგან!

სადაზღვევო კომპანია არდი ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის ბაზარზე შედის. ვიტამინები – სწორედ ასე ჰქვია ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს, რომლის შეძენა არდიში ნებისმიერ მსურველს ინდივიდუალურად 1 ივლისიდან შეუძლია. სადაზღვევო კომპანია მომხმარებლებს 5 სახის – A,B, C, D, E ვიტამინების – პაკეტს სთავაზობს.

ვიტამინების მინიმალური პაკეტის ღირებულება თვეში 22 ლარიდან იწყება, ყველაზე ძვირად ღირებული კი – თვეში 77 ლარია. ამ მარტივი მათემატიკის გარდა, დაზღვეულს დამატებითი არჩევანის საშუალებაც ეძლევა. პოლისის გაფორმებამდე დაზღვეული თავად წყვეტს, როგორი უნდა იყოს მისი მომსახურების სქემა. იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული თვლის, რომ მისთვის უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია, ოჯახის ექიმის ან პერსონალური ექიმის გავლით მიიღოს ესა თუ ის სამედიცინო მომსახურება პროვაიდერ სამედიცინო კლინიკების ქსელში, ასეთ შემთხვევაში დაზღვეულს საშუალება აქვს, შეიძინოს ნებისმიერი ვიტამინების პოლისი ეკონომიურ ფასად.

იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული ირჩევს თავისუფალი არჩევანის პრინციპის სქემას, როდესაც დაზღვეული თავად წყვეტს, თუ რომელ კლინიკას ან ექიმს მიმართოს მისთვის საჭირო მომსახურების მისაღებად ნებისმიერ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში, მის მიერ შერჩეულ პაკეტს თვეში მხოლოდ 10 ლარის გადასახადი ემატება.


არდის თითოეულ პაკეტში შედის პერსონალური ექიმისა და ექთნის მომსახურება როგორც კლინიკაში, ასევე ბინაზე, ჰოსპიტალიზაცია როგორც გადაუდებელი, ისე გეგმური საჭიროების, ორსულობის მონიტორინგი და მშობიარობა, გადაუდებელი ამბულატორიული სერვისები, ვაქცინაციით და იმუნიზაციით. გეგმური ამბულატორიული მომსახურება როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული დაავადებების მართვის ჩათვლით, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურება, დაავადებათა პრევენცია პროფილაქტიკური კვლევების სპეციალური პაკეტით, კერძო სასწრაფო დახმარების ბრიგადების მომსახურება, გადაუდებელი და გეგმიური სტომატოლოგია. ეს სერვისები ეტაპობრივად აქტიურდება პოლისის შეძენის მომენტიდან. თითოეული ვიტამინიმოიაზრებს დამატებითი სერვისების პაკეტსაც, როგორიცაა სპეციალური ფასდაკლებების სისტემა ჩვენი დაზღვეულებისთვის, ისეთ მოთხოვნად და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სერვისებზე, როგორიცაა: სტომატოლოგიური ორთოპედია, ორთოდონტია, მხედველობის ვარჯიშები, სამკურნალო მასაჟი, ფიტნესი, აუზიდა ა.შ. თითქმის ყველა სერვისი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს დაზღვეულებს შეინარჩუნონ ყველაზე მთავარი- ჯანმრთელობა.


200 ლარამდე სადაზღვევო ანაზღაურების მომენტალური მიღებამომხმარებლებს სადაზღვევო კომპანიის ოფისებში შეეძლებათ 15 წუთში მარტივი პროცედურების საშუალებით. 200-ლარზე მეტი დანახარჯის შემთხვევაში კი თანხა ირიცხება დაზღეულის პირად საბანკო ანგარიშზე.


მიიღეთ ვიტამინები არდისგან, ვინაიდან თქვენი და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების ჯანმრთელობა - სწორედ ვიტამინებშია. ვიტამინები კი - არდიში 

მიმოხილვა
ისტორია
მისია
მენეჯმენტი
სათავო ოფისი
გადამზღვევი პარტნიორები
ადგილობრივი პარტნიორები
კორპორატიული და სოციალური კულტურა
ლექსიკონი
ფინანსური მაჩვენებლები
წლიური ანგარიში
აუდიტორული დასკვნა
კორპორატიული კლიენტებისათვის
ინდივიდუალური კლიენტებისათვის
არდი ქარდი
ავანგარდი
სიახლეები
მედია ჩვენს შესახებ
არქივი
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
რატომ არდი ჯგუფი?
მიმდინარე ვაკანსიები
თქვენი CV
კარიერული განვითარება
პარტნიორებისათვის
ფილიალები
ხშირად დასმული კითხვები
გაგვიზიარეთ თქვენი აზრი
ონლაინ დახმარება
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
24 საათიანი ქოლ-ცენტრი
ოჯახის ექიმთან ჩაწერა