ავტოტრანსპორტის დაზღვევა

არდი ჯგუფი არის ერთ-ერთი ლიდერი კორპორაციული საავტომობილო დაზღვევის მიმართულებით საქართველოში. ჩვენ გთავაზობთ ფართო სპექტრს თქვენი კომპანიის ავტო დაზღვევის საჭიროებებისათვის - არ აქვს მნიშვნელობა თქვენ იყენებთ ერთ ან რამდენიმე ავტომობილს თქვენი ბიზნესისთვის, თუ სრულ ავტო-პარკს.

დაზღვევას ექვემდებარება:
 მსუბუქი ავტომობილები
 მაღალი გამავლობის ავტომობილები;
 სატვირთო ავტომობილები
 სადისტრიბუციო ავტომობილები

თქვენთვის სასურველი რისკების პაკეტის შერჩევაში დაგეხმარებიან ჩვენი ავტო-დაზღვევის პროფესიონალი მენეჯერები და თქვენთან ერთად მოახდენენ თქვენი ავტომობილების კომერციული მიზნებისათვის გამოყენების რისკების ექსპერტიზას.

დაზღვევა მოიცავს:
 ავტომობილის დაზიანებას მძღოლის ბრალის გარეშე ავარიის შედეგად
 ავტომობილის დაზიანებას ხანძრის/აფეთქების, საგნის დაცემის შედეგად
 მესამე პირების მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ვანდალიზმს;
 ავტომობილის ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობას;
 ავტომობილის დაზიანებას სტიქიის შედეგად (სეტყვის ჩათვლით)
 ავტომობილის დაზიანება მძღოლის ბრალით ავარიის შედეგად
 ავტომობილის დაზიანება ფორს-მაჟორის შედეგად (საომარი მოქმედებები, გაფიცვა, მანიფესტაცია, საბოტაჟი, რევოლუცია და ა.შ).

ავტომობილის დაზიანების პოლისთან ერთად თქვენ ასევე შეგიძლიათ განახორციელოთ “ყველა რისკის დაზღვევა” - ერთი პოლისით. კერძოდ:

ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა
ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ფარავს იმ ხარჯებს, რაც უკავშირდება დაზღვეული ავტომანქანის მიერ მესამე პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. პასუხისმგებლობის საერთო ლიმიტს ირჩევთ თავად თქვენ 5,000 აშშ დოლარიდან 1 მილიონ აშშ დოლარამდე.

მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა
მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა გულისხმობს კომპენსაციას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზღვეულ ავტომაქანაში მყოფი მძღოლისა და მგზავრების სხეულის დაზიანების ან გარდაცვალებისას. პასუხისმგებლობის საერთო ლიმიტს ირჩევთ თავად თქვენ 5,000 აშშ დოლარიდან 1 მილიონ აშშ დოლარამდე.

რა უპირატესობები გააჩნია არდი ჯგუფის დაზღვევას?
 უფლებამოსილი მძღოლების შეუზღუდავი რაოდენობა
 5 წლამდე ავტომობილების მომსახურება ხორციელდება მარკა/მოდელის შესაბამის სპეციალიზებულ ავტოცენტრებში;
 ევაკუატორის უფასო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით სადაზღვევო შემთხვევისას;
 გარე აქსესუარების დაზღვევა;
 როგორც ფრანშიზიანი, ასევე უფრანშიზო პირობით დაზღვევა;
 ფორს-მაჟორული რისკების დაზღვევა ;
 SOS ASSISTANCE გზებზე - საწვავის მიწოდების, საბურავის შეკეთების/გამოცვლის, ავტომობილის დაქოქვის და ა.შ მომსახურება თბილისის მასშტაბით და თბილისიდან 25 კმ-ის რადიუსში;
 ავტომობილის საბაზრო ფასით დაზღვევის შემთხვევაში ზარალის კალკულაციისას არ გამოიყენება ცვეთის ნორმა;
 ბონუსი უზარალო წელიწადზე;
 ზარალის ანაზღაურების ყველაზე მოქნილი და ოპერატიული პროცედურა - 1 კვირა სრული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან.

თქვენ თავად ირჩევთ თქვენი კომპანიისთვის სასურველ სადაზღვევო პაკეტს - “ეკონომი”, “სტანდარტი”, “ექსტრა” ან “აბსოლუტი”. თუ გსურთ განსხვავებული პროდუქტი, ჩვენ შევქმნით მას სპეციალურად თქვენი კომპანიის ბიზნეს საჭიროებებისთვის.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 2 10 10 10

მიმოხილვა
ისტორია
მისია
მენეჯმენტი
სათავო ოფისი
გადამზღვევი პარტნიორები
ადგილობრივი პარტნიორები
კორპორატიული და სოციალური კულტურა
ლექსიკონი
ფინანსური მაჩვენებლები
წლიური ანგარიში
აუდიტორული დასკვნა
კორპორატიული კლიენტებისათვის
ინდივიდუალური კლიენტებისათვის
არდი ქარდი
ავანგარდი
სიახლეები
მედია ჩვენს შესახებ
არქივი
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
რატომ არდი ჯგუფი?
მიმდინარე ვაკანსიები
თქვენი CV
კარიერული განვითარება
პარტნიორებისათვის
ფილიალები
ხშირად დასმული კითხვები
გაგვიზიარეთ თქვენი აზრი
ონლაინ დახმარება
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
24 საათიანი ქოლ-ცენტრი
ოჯახის ექიმთან ჩაწერა